ერთ დღიანი ტური პანკისის ხეობაში
M-Tours in Georgia

samedi 19 de 7h00 à 23h00

Fuseau horaire : Tbilisi (GMT+04:00)

M-Tours in Georgia
ortachala
tour-geo@mail.ru Tbilisi
Georgia
M-Tours in Georgia'' გთავაზობთ ერთ დღიან ტურს პანკისის ხეობაში.
ტურის აღწერილობა:
*სოფელ დუისში არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმი-სადაც ხეობაში ნაპოვნი ანტიკური ნივთები და თიხის ჭურჭელია წარმოდგენილი.მუზეუმში 300–მდე ექსპონატია თავმოყრილი, რომლის გარკვეული ნაწილი ბრინჯაოს ხანის დროინდელია.
*ბალთაგორის ძველი საბრძოლო კოშკი,საიდანაც ხელისგულივით მოჩანს პანკისის ხეობის სოფლები.
*სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი.
*სოფელ დუისის ახალი და ძველი მეჩეთები.
*სოფელ ჯოყოლოს კვირაცხოვლობის სახ.ეკლესია,რომელიც 1888 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს.
*ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი,ნაკრძალი მდიდარია თავისი ბუნებითა და დაცული უნიკალური ხეებით: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა.
ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან -ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.
*სოფელი ხადორი, რომელიც ფშაველი მოსახლეობისგან შედგებოდა.(იგივე ხადორის ხეობა)
*მახვალის ჩანჩქერი.
შეკრებისა და გასვლის დრო და ადგილი:
შეკრების ადგილი M-(მეტრო) რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს.
-სასტუმრო: რედისონ ბლუ ივერიასთან.(Radisson Blu iveria)
-შეკრება:06:30-დან.
-გასვლა: 07:00-ზე
-თბილისში დაბრუნება 22:00- დან 23:00-მდე.
:ტურის ღირებულება შეადგენს- 45 ლარს
:ღირებულებაში შედის
-ტრანსპორტირება
-გიდი
-ფოტო გადაღება
-კვება-ნაციონალური საჭმელები
*დჯიჯიგ–გალანიშ: არის ტრადიციული ჩეჩნური კერძი,რომელიც დღემდე პოპულარულია ქისტებში.
*სისკალ–ნეხჩ: ტრადიციული ქისტური საჭმელი.
*ხინკალი: პოპულარული ქართული საჭმელი (მზადდება როგორც ხორცისგან ასევე ყველისგან სოკოსგან და ა.შ).
*ქისტური ხაჭაპური (ჭააბილგიშ): მზადდება რამდენიმე სახეობის.
რჩევები:
ჩაიცვით მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
აკრძალულია: შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა; გზაში დალევა; ტურიდან თვითნებურად გადახვევა!
წამოსვლის მსურველებმა თანხა უნდა ჩარიცხონ არაუგვიანეს 20-აგვისტოსა.
წამომსვლელის მიერ გადაფიქრების შემთხვევაში გაფრთხილება უნდა მოხდეს მინიმუმ 3 დღით ადრე.
ტურზე ჩაწერა ხდება წინასწარ!
ტურის დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დარეკეთ :
📞+995591-92-07-56
mail: Tour-geo@mail.ru
skype: Mtours1
whatsapp & viber +995568188008
ან მოგვწერეთ FB-ზე პირადში :
https://www.facebook.com/ToursGeorgiaCountry/?ref=bookmarks
(გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 3 დღით ადრე უკან არ დაბრუნდება, ტური რომ არ ჩაიშალოს !
Source: www.facebook.com